ჯერ კიდევ
არ ხართ დარწმუნებული?

ყველაფერი მნიშვნელოვანი ვაქცინაციის შესახებ

ყოველდღიურად ქვეყნდება უამრავი ინფორმაცია კორონას პანდემიისა და მისგან დამცავი ვაქცინაციის შესახებ. ზოგჯერ ძნელია თვალყურის დევნება. გასაგებია, რომ არ გჯერა - საქმე ხომ საკუთარ სხეულსა და საკუთარ ჯანმრთელობას ეხება. რათა გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილოთ, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვაქცინაციის მიზეზებს და რისკების კლასიფიკაციას.

ვაქცინაციისთვის კარგი მიზეზები

ვაქცინაციისთვის მრავალი კარგი მიზეზი არსებობს. ჩვენ გაჩვენებთ ყველაზე მნიშვნელოვანს.

დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და გრძელვადიანი შედეგებისგან დაცვა

ამ დროისთვის კორონა-ვირუსით გამოწვეულ დაავადებასთან ბრძოლისას პირველ რიგში უნდა იყოთ საკუთარი იმუნიტეტის იმედად, რადგან ეფექტური თერაპია ჯერ კიდევ არ არსებობს. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, კლინიკებში მოხვედრილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 90%-ზე მეტი ვაქცინირებული არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინაცია იცავს ავადმყოფობის მძიმედ მიმდინარეობისგან.

დაიცავით საკუთარ თავი და სხვებიც

ასევე, არსებობენ ადამიანები, რომელთა აცრაც არ შეიძლება. ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნებადართული ვაქცინა არ არსებობს, ზოგიერთის აცრა კი დაუშვებელია სამედიცინო მიზეზების გამო. ისინი დამოკიდებული არიან იმაზე, რომ მათ გარემოში აცრილები არიან.

უპირატესობები მოგზაურობისას

დამსვენებლებზე ვაქცინაციის ზოგადი მოთხოვნა არ ვრცელდება. თუმცა: აცრილ პირებს აქვთ მეტი სამოგზაურო თავისუფლება, ვიდრე აუცრელებს. ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე თქვენზე, როგორც მგზავრზე გავრცელდება უფრო მკაცრი ზომები, ვიდრე ვაქცინით სრულად დაცულზე.

ნუ გაავრცელებთ ვირუსს

ახალი სამეცნიერო მონაცემებით მტკიცდება, რომ აცრილები აშკარად უფრო იშვითად ინფიცირდებიან. თუკი მაინც დაინფიცირდებით, ალბათობა იმისა, რომ ვირუსის გადამცემი იქნებით, უფრო დაბალია.

ჯანდაცვის სისტემის დაცვა გადატვირთვისგან

რაც უფრო ნაკლები ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით და რაც უფრო ნაკლებ ადამიანს დაჭირდება ინტენსიური ჰოსპიტალური მკურნალობა, მით უფრო მალე განახლდება რეგულარული ოპერაციები საავადმყოფოებში, ჯანდაცვის ორგანოებსა და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებებში. უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინაცია იცავს ავადმყოფობის მძიმედ მიმდინარეობისგან და, შესაბამისად, საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობისგან.

კორონავირუსის ინფექცია აცრაზე საშიშია

ბევრს ადამიანს აწუხებს კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შედეგები კვირებისა და თვეების განმავლობაში. დამტკიცებული ვაქცინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაქცინაციის შედეგები უფრო უარესი იყოს, ვიდრე კორონას ინფექცია - თუნდაც ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებში.

და რაც შეეხება რისკებს?

ბევრი დასაბუთება არსებობს, კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. მათი უმრავლესობა არასწორია. აქ ნახავ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც შეიძლება უკვე დაუსვი საკუთარ თავს.

გსურთ უფრო მეტი იცოდეთ?

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძელით გარკვეული სიცხადე შეგვეტანა ვაქცინაციით გამოწვეულ ქაოსში. გსურთ უფრო მეტი იცოდეთ? მაშინ ნახეთ შემდეგი ვიდეოები და ბმულები:

შესაბამისი ვიდეოები

Ranga Yogeshwar

ვიდეო: რატომ არის აცრა უფრო ჭკვიანური (რანგა იოგეშვარი)

მეცნიერი ჟურნალისტი რანგა იოგეშვარი ატარებს პროგრამას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაში. რატომ, ის ხსნის თავის ვიდეოში რატომ არის აცრა უფრო ჭკვიანური?. (ბმული)

Mai Thi Ngyuen-Kim

ვიდეო: კრიტიკული შეკითხვები აცრის შესახებ (Mai Thi Nguyen-Kim)

Mai Thi Nguyen-Kim არის ქიმიკოსი და მეცნიერი ჟურნალისტი. მის ვიდეოში 7 კრიტიკული შეკითხვა აცრის შესახებ იგი ნათლად განმარტავს ვაქცინების აგებულებას და მათ ეფექტს. (ბმული)

Martin Moder

ვიდეო: mRNA-ის ვაქცინების მოქმედების პრინციპი და პოტენციური რისკები (მარტინ მოდერი)

მარტინ მოდერი, მოლეკულური ბიოლოგი, თავის ვიდეოში განმარტავს mRNA-ის ვაქცინების მოქმედების პრინციპსა და პოტენციურ რისკებს COVID19-ის წინააღმდეგ. (ბმული)