მაშინაც კი, თუ ბავშვებისა და ახალგაზრდების უმეტესობაში კორონავირუსით გამოწვეული დაავადება ჩაივლის მძიმე სიმპტომების გარეშე, მაინც შესაძლებელია ზოგიერთ მათგანში მათგანში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს ან ამას მოყვეს გრძელვადიანი შედეგები. ჩვენ ამ გვერდზე შევადგინეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შესახებ.
ციფრული საინფორმაციო ღონისძიება
ჩაწერა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
2022 წლის 13 იანვრიდან
კითხვები და პასუხები 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ
მდგომარეობით: 16.03.2022
ბავშვებში დაინფიცირების რისკი
კვლევების მიხედვით, არასრულწლოვანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 0,3-დან 1,3 პროცენტამდეა, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკურად კორონავირუსით დაინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების 0,3-დან 1,3 პროცენტამდე მკურნალობენ საავადმყოფოებში. თუმცა, ეს მაჩვენებლები არ განასხვავებს, მკურნალობს თუ არა ბავშვი საავადმყოფოში Covid19-ის გამო, ან არის თუ არა იგი თანმხლები დიაგნოზი, როდესაც ბავშვი მკურნალობს საავადმყოფოში სხვა მიზეზების გამო.
გამომდინარე იქიდან, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები ნაკლებად ხშირად არიან აცრილები, ინფექციები ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო ხშირია. ომიკრონის ვარიანტი განსაკუთრებით გადამდებია, ბავშვებისთვისაც. თუმცა, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ომიკრონის ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებს უფრო მეტად უვითარდებათ მძიმე დაავადებები.
PIM სინდრომი (პედიატრიული ანთებითი მულტისისტემური სინდრომი) არის მულტიანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში კორონავირუსით დაინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში. PIMS-ის გამოვლენა არ არის დამოკიდებელი ინფექციის სიმძიმეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ თავად კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია იყო მსუბუქი. სიმპტომები ძირითადად არის სიცხე, მუცლის ტკივილი და ცუდი ამტანობა. აშშ-ს ამჟამინდელი მონაცემები მიუთითებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გვთავაზობს დაცვას თავად კორონავირუსით დაინფიცირებისგან, არამედ ასევე გვიცავს PIM სინდრომის შემდგომი განვითარებისგან.
მონაცემები ჯერჯერობით მწირია; უფრო მეტიც, არ არსებობს ბავშვებში „გრძელვადიანი კოვიდის“ ზოგადად მიღებული განმარტება. არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ბავშვებს აქვთ ხანგრძლივი COVID-ის მაღალი რისკი. ბავშვებში იშვიათად დაფიქსირდა გრძელვადიანი ფიზიკური შეზღუდვები, სავარაუდოდ PIM სინდრომის შემდეგ. წინა პლანზე დგას COVID-19-ის დაავადების ფსიქო-სოციალური შედეგები. ეს არის კომპლექსური და ძნელად აღსაქმელი. სარწმუნო კვლევები დღემდე მწირია, რადგან არ არსებობს კვლევები საკონტროლო ჯგუფებთან და ბუნდოვანია, რამდენად შეიძლება აღწერილი შედეგები მიეკუთვნებოდეს დაავადებას ან წარმოადგენდეს პანდემიის ზოგად შედეგს, რომელმაც გამოიწვია შეზღუდვები ან საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია.
აცრა - რეკომენდაციები, გვერდითი მოვლენები, ვაქცინის უსაფრთხოება
ვაქცინაციის მუდმივი კომისია (STIKO) რეკომენდაციას უწევს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ამ ასაკობრივ ჯგუფში გადატანილი დაავადების მქონე ბავშვებისთვის და ასავე იმ ბავშვებისთვის, რომელთა გარემოცვაში არიან ახლობლები ან სხვა საკონტაქტო პირები, რომლებთაც აქვთ კორონავირუსის მძიმედ განვითარების მაღალი რისკი და რომელთა სათანადო დაცვა ვერ ხდება ვაქცინაციით. ვაქცინაციის მუდმივი კომისიის რეკომენდაციით, აცრა უნდა ჩაუტარდეთ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ გადატანილი დაავადებები, თუ ამისთვის არსებობს ინდივიდუალური მოთხოვნა და სამედიცინო რჩევა. ამ შემთხვევაში, საუბარია არა ეგრეთ წოდებულ „არარეგულარულ გამოყენებაზე“, არამედ ვაქცინის რეგულარულ გამოყენებაზე, ვინაიდან ის დამტკიცებულია ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველა ბავშვისთვის.
მხოლოდ BioNTech/Pfizer-ის სპეციალურად დოზირებული ვაქცინა არის დამტკიცებული ევროკავშირის ფარგლებში 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისთვის; ამ ვაქცინის უსაფრთხოება 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაშვების ფარგლებში უკვე გამოცდილი და დადასტურებულია.
არა, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინის დოზა უფრო დაბალია (აქტიური ნივთიერების ოდენობის მესამედი ზრდასრულთა ვაქცინასთან შედარებით).
გადატანილი დაავადებები ან რისკ- ფაქტორებია, მაგალითად: სიმსივნე, მძიმე ან უკონტროლო ასთმა, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, მაღალი წნევა, ტრისომია 21, გულის მანკები ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით, ასევე, სხვა იშვიათი დაავადებები.
მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ 2022 წლის 17 თებერვლის ეპიდემიოლოგიური ბიულეტენის მე-7 გვერდზე
ვაქცინაციის მუდმივი კომისია (STIKO) თავის რეკომენდაციებში ითვალისწინებს, რამდენი დრო დასჭირდება გამოცდილების შესაბამისად, უფრო ვრცელი მონაცემების მიღებას, რომლითაც დამაჯერებლად გამოვლინდება თუნდაც ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები და რამდენად დიდია ამასობაში აუცრელი ადმიანის დაინფიცირების რისკი. ვინაიდან ბავშვებში COVID-19-ით მძიმედ დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია, ვაქცინაციის მუდმივმა კომისიამ გადაწყვიტა დაელოდოს 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას. ვაქცინაციის მუდმივი კომისიის საპატიო წევრები ძირფესვიანად აანალიზებენ კვლევებზე დაფუძნებულ მონაცემებს, ამდენად რეკომენდაციები არ გადაიხედება პრეს-რელიზების ან სტატიების საფუძველზე, ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კვლევებზე დაფუძნებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება და ის შეიძლება დეტალურად იქნას განხილული STIKO-ს მიერ.
STIKO-ს ზოგადი რეკომენდაციის გარეშეც კი მოქმედებს შემდეგი: აცრა დამტკიცებულია 5-დან 11 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის მთელ ევროპაში. ვაქცინაციის მუდმივი კომისია/STIKO ასევე არ ურჩევს აცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაგრამ ცალსახად აცხადებს, რომ ყველა ბავშვის აცრა შეიძლება, თუ მშობლებს ან მეურვეებს სურთ ეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ბავშვების მდგომარეობა განსხვავდება უფროსებისგან. ბავშვები იშვიათად ავადდებიან მძიმედ COVID-19-ით. მაშინაც კი, თუ ბევრ ბავშვს ერთდროულად დაემართება COVID-19, არ არის მოსალოდნელი, რომ ეს გამოიწვევს საავადმყოფოების გადატვირთვას. ბავშვების აცრისთვის შეიძლება დავასახელოთ მაგ., შემდეგი მიზეზები:
- როცა მძიმედ დაინფიცირების შემთხვევები ძალიან იშვიათია: ბავშვს უკეთესად იცავს აცრა დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან ან შედეგებისგან.
- თუ ბავშვის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან თავი აცრით (მაგალითად, ინფექციის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, რომლებიც კარგად არ რეაგირებენ აცრაზე), აცრამ შეიძლება შეამციროს რისკი, რომ ბავშვი ამ ადამიანებს გადასდებს.
- ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი, სრულად აცრილი ბავშვი აცრიდან პირველი 3 თვის განმავლობაში თავისუფლდება საკარანტინო ვალდებულებისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მძიმე პროგრესირება ბავშვებში ძალიან იშვიათია და ბავშვები და მოზარდები ამჟამად ხშირად იტესტებიან, მაინც გასაგებია, რომ სანამ ბავშვის აცრის გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაელოდეთ ვაქცინაციის მუდმივი კომისიის რეკომენდაციას ბავშვთა აცრის შემდგომი გამოცდის შესახებ.
აცრილ ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება მოხდეს აცრის შემდგომი ტიპიური რეაქციები, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება ერთიდან სამ დღემდე ყოველგვარი კვალის გარეშე. ეს მოიცავს, მაგალითად, ტკივილს ინექციის ადგილზე, სიცხეს, შემცივნებას და თავის ტკივილს. აცრის შემდგომი ეს რეაქციები ასევე ცნობილია ზრდასრულებში ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან, მაგრამ ადრინდელი დაკვირვებით ისინი ჩვეულებრივ უფრო სუსტია ბავშვებში.
შეერთებულ შტატებში 5-დან 11 წლამდე ასაკის დაახლოებით 9 მილიონი ბავშვი იყო აცრილი ბავშვების Biontech/Pfizer-ის ვაქცინით. ძალიან იშვიათ შემთხვევაში დაფიქსირდა უფრო მძიმე გვერდითი მოვლენები. აცრის შედეგად მიოკარდიტის რისკი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ახაგაზრდებში და, პირველ როგში, გაცილებით დაბალია კორონავირუსის ინფექციის შემთხვევაში: VAERS საინფორმაციო სისტემის მიხედვით, რომელშიც იტყობინებიან აცრის გვერდითი მოვლენების შესახებ,დაახლოებით 9 მილიონი აცრიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა მიოკარდიტის 12 დადასტურებული შემთხვევა, ყველა მათგანი იყო მსუბუქი. სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენები კიდევ უფრო იშვიათად დაფიქსირდა. შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში აცრა ბავშვებში ძალიან კარგად გადაიტანება.
აცრის მოქმედების პრინციპის გამო არ არის მოსალოდნელი ხანგრძლივი ან გვიანი ეფექტები. ვაქცინა მთლიანად იშლება ორგანიზმში რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ. არასასურველი გვერდითი მოვლენები ვლინდება ( თუ საერთოდ ვლინდება) აცრის შემდეგ მალევე. ზოგჯერ აცრის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები მხოლოდ მოგვიანებით ვლინდება, რადგან მათი გამოვლენა მხოლოდ საკმარისი რაოდენობის შემთხვევების შესწავლის შემდეგ ხდება: თუ გვერდითი მოვლენა მხოლოდ 50000 შემთხვევიდან 1-ში ფიქსირდება, ის არ იქნება გამოვლენილი, თუ (მაგალითად, ბავშვთა ვაქცინის დამტკიცების კვლევაში) მხოლოდ 5000 შემთხვევა იქნება გამოკვლეული. მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 9 მილიონი ბავშვის აცრის შესახებ არსებული მონაცემებით, დღემდე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ კონკრეტული გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში.
არა. დადასტურებულია, რომ აცრა არ ახდენს უარყოფით გავლენას ბიჭების/მამაკაცების რეპროდუქციულ უნარზე ან გოგონების/ქალების ნაყოფიერებაზე. ეს ასევე ეხება ბიჭებსა და გოგოებს პუბერტატულ ასაკამდე და პუბერტატულ ასაკში.
დიახ, არსებობს ინფორმაცია, რომ პირველ რიგში, ომიკრონის ვარიანტს შეუძლია აცრის დაცვის გვერდის ავლა. თუმცა, აცრა ამცირებს ინდივიდუალურ ვირუსულ დატვირთვას გადადების შემთხვევაში. თუ აცრილი ადამიანი დაინფიცირდება, იგი ნაკლებად გადამდებია სხვა ადამიანებისთვის. აცრა ასევე იცავს დაავადების მძიმე პროგრესირებისა და გართულებებისგან.
არა, აზრი არ აქვს დაელოდოთ ადაპტირებული ვაქცინის შემუშავებას. რეალურად, ზრდასრულებისთვის იგი ხელმისაწვდომი არ იქნება 2022 წლის გაზაფხულამდე; სანამ ბავშვთა ადაპტირებული ვაქცინა ჩვენს განკარგულებაში იქნება, იქამდე ალბათ კიდევ დიდი დრო გავა. რისკი იმისა, რომ ბავშვი დაინფიცირდეს, სანამ ადაპტირებულ ვაქცინაზე ხელი მიგიწვდებათ (ძირითადად ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო) ძალიან მაღალია.
ახალი ინაქტივირებული ვაქცინები ჯერ დამტკიცდება ზრდასრულებისთვის და მხოლოდ შემდგომ ეტაპებზე, შესაბამისი კვლევები ხელმისაწდომობის შემთხვევაში, დაშვებული იქნება უმცროსი ასაკის ბავშვებისთვისაც. ცილაზე დაფუძნებული ვაქცინა Nuvaxovid (Novavax) ამჟამად დამტკიცებულია 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ნუ დაველოდებით, რომ ბავშვებისთვის ვაქცინა დამტკიცება მალე და რომ უსაფრთხოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისევე, როგორც ახლა ბავშვებისთვის უკვე დამტკიცებული BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში. აქამდე არსებული ცოდნის საფუძველზე არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინაქტივირებული ვაქცინები გვთავაზობს რაიმე უპირატესობას ეფექტურობის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბავშვთა BioNTech/Pfizer-ის უკვე დამტკიცებულ ვაქცინასთან შედარებით. გარდა ამისა, არსებობს ბავშვის კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი იქამდე, სანამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ინაქტივირებული ვაქცინა დამტკიცდება. ამიტომ, არ არსებობს მიზეზები, თუ რატომ უნდა დაველოდოთ ბავშვებისთვის ინაქტივირებული ვაქცინის დამტკიცებას, თუ პრინციპში უკვე გადაწყვეტილია ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებული mRNA ვაქცინა ასევე არ იყოს ცოცხალი ვაქცინა, რადგან არ გამოიყენება რეპროდუქციული ინფორმაციული აგენტები. უფრო მეტიც, აცრები, რომლებიც მოქმედებენ mRNA პრინციპის მიხედვით, აერთიანებს მკვდარი და ცოცხალი ვაქცინების უპირატესობებს, მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენების გარეშე.
5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ორი აცრის შემდეგ, გამომუშავდება უკვე ძლიერი იმუნიტეტი. 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა ჯერჯერობით მხოლოდ ორი აცრისთვის არის დამტკიცებული და არა განმეორებითი აცრისთვის. უნდა მიიღონ თუ არა მომავალში 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა მესამე აცრის დოზა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი მონაცემები, თუ რამდენ ხანს ტოვებს იგი იმუნიტეტს ამ ასაკობრივ ჯგუფში. არსებული ცოდნის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც ამჟამად იკეთებენ პირველ და მეორე აცრას, კარგად არიან დაცულნი მომდევნო თვეებში განმეორებითი აცრის გარეშეც.
თუ ინფექცია ახალია, იმუნიტეტის ალბათობა არსებობს. არსებობს თუ არა ომიკრონის ვარიანტით დაინფიცირებისგან დაცვა დელტა ვარიანტის ინფექციის შემდეგ, ამის დაზუსტებით შეფასება ჯერ არ შეიძლება. თუ ინფექცია დიდი ხანია არსებობს, ამან შეიძლება იმუნიტეტი დააქვეითოს. აცრას აზრი აქვს განსაკუთრებით გადატანილი ავადმყოფობის მქონე ბავშვებისთვის. დაინფიცირებასა და აცრას შორის ინტერვალი რეკომენდებულია იყოს სამი თვე.
პრაქტიკული კითხვები
ბავშვებს უფლება აქვთ ჩაერთონ და, მათი განვითარების დონიდან გამომდინარე, ჩართულნი უნდა იყვნენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ. გადაწყვიტილების მიღებაზე პასუხისმგებლობა, უნდა აიცრას თუ არა ბავშვის, ეკისრებათ მშობლებს და არა ბავშვს. სპეციალური მასალების ჩამოტვირთვა, რომლებიც პასუხობს აცრის შესახებ კითხვებს ბავშვებისთვის გასაგებად, შესაძლებელია მაგალითად, ჯანმრთელობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზე, ლოგოს! მთავარ გვერდზე.
ბავშვების აცრა პირველად ხდება პედიატრებთან. ბევრი პედიატრი აცრას უკეთებს 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს მშობლების თანხმობით, როგორც ამას რეკომენდაციას უწევს ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი (STIKO). ასევე არსებობს აცრის სპეციალური შეთავაზებები ბავშვებისთვის ვაქცინაციის ცენტრებში ან აცრის კამპანიების დროს. ვაქცინაციის შეთავაზებების მიმოხილვა არის აქ: dranmachen-bw.de; აქ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ აცრის შეთავაზებები სპეციალურად ბავშვებისთვის.
დიახ. ბავშვების ასაცრელად საჭიროა კანონიერი მეურვის თანხმობა; მხოლოდ მოზარდობის ასაკიდან შეუძლია (დაახლოებით 14 წელი) ახალგაზრდას თავად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ორივე მშობელს აქვს ერთობლივი მეურვეობის უფლება, მაშინ ორივემ უნდა გასცეს თანხმობა. მეორე ხელმოწერა არ არის საჭირო ერთადერთი მეურვის შემთხვევაში.
ყოველი აცრისთვის გაიცემა აცრის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც მშობლებს შეუძლიათ ატვირთონ Corona-Warn-App-ში ან CovPass-App-ში თავიანთ სმარტფონზე. აცრის ციფრული სერტიფიკატი QR-კოდით ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ბეჭდური სახით. ასევე, არსებობს აცრის ბარათები, რომლებსაც ამზადებენ მაგალითად, აფთიაქები (ფასიანია). იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მობილური ტელეფონი, არსებობს გამოსავალი - მათ თან უნდა იქონიონ აცრის მოწმობა.
ორჯერადად აცრილი პირები, რომლებსაც არ ქონდათ ტესტის დადებითი შედეგი, თავისუფლდებიან საკონტაქტო პირებისთვის განკუთვნილი საკარანტინო ვალდებულებისგან, თუ ბოლო აცრის გაკეთების დრო არ სცილდება 3 თვეს. ეს ეხება ორჯერ აცრილ ბავშვებსაც. საკარანტინო ვალდებულების მოქმედი რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ მაგ., აქ.
სრულად აცრილი ბავშვები თავისუფლდებიან სავალდებულო ტესტირებისგან, თუ ბოლო აცრის გაკეთების დრო არ სცილდება 3 თვეს. ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის შემოგთავაზებთ კვირაში ორ სწრაფ ტესტს.
დიახ; იგივე რეგულაციები ვრცელდება, რაც უფროსებში: კარანტინისაგან გათავისუფლება ძალაში შედის იმ დროიდან, როცა მოხდება ორგანოების მიმართ სრული ვაქცინაციის დამტკიცდება.
არა. ბავშვების აცრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა იქნება ბავშვისთვის საუკეთესო. საკანონმდებლო მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ბავშვების დაშვება მაგალითად, დაწესებულებებში და ღონისძიებებზე, აცრის გარეშეც კი.
სასარგებლო ბმულები
დამატებითი ინფორმაცია (განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის)